სახელმწიფო დეპარტამენტი - გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაართულებს კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 21 ივლისი 2024, 00:34

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაართულებს კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დასახლებების სამთავრობო მხარდაჭერის ისრაელის პროგრამა არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და აბრკოლებს სამშვიდობო საქმეს. თუმცა ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ სასამართლოს მოსაზრების მოცულობა გაართულებს კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას“, – ნათქვამია დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ პარასკევს დაადგინა, რომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაცია და იქ აშენებული დასახლებები უკანონოა და უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჰააგაში მდებარე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსაზრება, რომ ისრაელმა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს პალესტინური ტერიტორიები, კონფლიქტის მოგვარების დადგენილ ჩარჩოებთან შეუსაბამოა. ვაშინგტონში განმარტავენ, რომ აღნიშნული ჩარჩო ითვალისწინებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს, რაც თვალსაჩინო გახდა „ჰამასის“ მიერ ისრაელის დასახლებებზე ოქტომბრის თავდასხმით.

აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული დადგენილება არ არის სავალდებულო შესასრულებელი, თუმცა ამან, შესაძლოა, ისრაელის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპული საბჭო: ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით
ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს
სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილს აქვს ნულოვანი მხარდაჭერა. ყველამ იცის, რომ ის არის გაშიფრული აგენტი
სოზარ სუბარი: უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა არის მოლდოვა - თუ ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ, კარგად ყოფილა ევროპის საქმე
სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა - ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება
არქივი