გია აბაშიძე: როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული „ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 20 ივლისი 2024, 19:13

როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული „ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის სვამს კითხვას, როგორ დაიჯერონ ქართველებმა დასავლეთის ობიექტურობა მაშინ, როდესაც ცალკეული პოლიტიკური აქტორები, სააკაშვილს დღემდე "ნაწამებ პოლიტიკურ პატიმრად" მიიჩნევენ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ფარისევლობაზე პირდაპირი მითითება ანტიდასვლურობას არ ნიშნავს, ვინაიდან, არგუმენტირებული კრიტიკისგან ხელშეუხებელი არავინაა.

"როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული „ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? როგორ უნდა დაიჯერონ ქართველებმა დასავლეთის მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, როცა მისი ცალკეული პოლიტიკური აქტორები ჯალათ სააკაშვილს დღემდე მიიჩნევენ „ნაწამებ" „პოლიტიკურ პატიმრად"? თავხედურ ფარისევლობაზე და თვალთმაქცობაზე პირდაპირი მითითება ანტი დასავლურობას არ ნიშნავს. არგუმენტირებული კრიტიკისგან ხელშეუხებელი არავინაა. თვით ევროპაში გაცილებით უარესს ამბობენ საკუთარ პოლიტიკოსებზე და მათ მუდმივად ამხელენ უსინდისობაში. რაღაც „იარლიყების მიკერება" სამართლიანი კრიტიკის გამო და ვითომ 'აუტსაიდერად' გამოცხადება კი ბოლშევიკური სტილია და შორსაა დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპებისგან", - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი