52
18 ივლისი 2024, 18:46
“მენტალური პროვინციალიზმი ნაცჟურნალისტების "სავიზიტო ბარათია" - თურმე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამიტზე, პრემიერი კობახიძე კოლექტიური ფოტოს გადაღებისას მესამე რიგში დააყენეს და "დაჩაგრეს". ანუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით იმავე რიგში მყოფი ევროპელი ლიდერები რომ დგანანან, ისინიც "დააკნინეს"? “- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი წერს, პროტოკოლურ საკითხებზე ხმას ნუ იღებენ ის ნაცსექტანტები, რომლებიც გეოგრაფიაში და ევროპული ინსტუტუტების გარჩევაში წლებია "ოროსნები" არიან.
“მენტალური პროვინციალიზმი ნაცჟურნალისტების "სავიზიტო ბარათია" - თურმე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამიტზე, პრემიერი კობახიძე კოლექტიური ფოტოს გადაღებისას მესამე რიგში დააყენეს და "დაჩაგრეს". ანუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით იმავე რიგში მყოფი ევროპელი ლიდერები რომ დგანანან, ისინიც "დააკნინეს"?
სამიტზე უკრაინაში ომის საკითხია ერთ-ერთი მთავარი და მაინცადამიანც მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ, წინა რიგში რომ დააყენონ ჩვენი პრემიერი?
პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გვერდით იჯდა, ხოლო მოლდოვის პრეზიდენტი სანდუ - პრემიერი ორბანის.
პროტოკოლურ საკითხებზე ხმას ნუ იღებენ ის ნაცსექტანტები, რომლებიც გეოგრაფიაში და ევროპული ინსტუტუტების გარჩევაში წლებია "ოროსნები" არიან.”- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |