149
18 ივლისი 2024, 16:13
დიახ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა პოზიტიურადაა შეფასებული. იგი მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და მცურავ გაცვლით კურსზე, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ქართველიშვილის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსაც კი თავის ერთ-ერთ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით სიმართლის აღიარება მოუწია.
„გაჩერებული საათიც კი, დღეში ორჯერ სწორი დროის ჩვენებით გვანებივრებს. აი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსაც კი თავის ერთ-ერთ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით სიმართლის აღიარება მოუწია. არ ვიცი, ამის გამომწვევი მიზეზი რა იყო, ტრამპის მიმართულებით აცილებული ტყვია, თუ სხვა გარემოება, მაგრამ თვალწინ მიდგას აცრემლებული მეთიუ მილერის სახე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ამ მონაკვეთს ეცნობოდა.
დიახ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა პოზიტიურადაა შეფასებული. იგი მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და მცურავ გაცვლით კურსზე.
კოლექტიური "მეთიუ მილერი" ცრემლებიდან, ისტერიკამდე რომ მიეყვანათ - ანგარიში ამაზე შორს წავიდა და საოცარი "მკრეხელობა" გაეპარა: ქვეყანამ მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები გაატარა 1991 წლიდან, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. მაგრამ (!!!) გამონაკლისი ყოფილა მათი საყვარელი აგენტის, სააკაშვილის მმართველობის რეჟიმი, რა დროსაც იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა. ევრიკა და ალელლუია!“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |