ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე- დღეს ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება , მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითია გამოწვეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 18 ივლისი 2024, 12:54
მეთიუ მილერს რომ დაუსვან შეკითხვა-თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს  წინა ხელისუფლების დროს "იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა", მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც  დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რითი იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.“

ექსპერტის თქმით, წინა ხელისუფლება მათი მონა-მორჩილი იყო და ამჟამინდელი კი უფრო ეროვნული ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვაზე ორიენტირებული, შესაბამისად   ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და უკმაყოფილებაც ამითაა გამოწვეული.


„მეთიუ მილერს, ტრადიციულ ბრიფინგზე,  რომ დაუსვან შეკითხვა, თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს  წინა ხელისუფლების დროს "იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა", მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც  დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რითი იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს. დღეს რომ პირდაპირ ვთქვათ ქონების  წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება , მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითია გამოწვეული ამაზე რას გვიპასუხებს...ალბათ რაღაც ისეთს რაც ჯერ არ გაგვიგია ან უბრალოდ მოითხოვს შემდეგი კითხვა დაუსვან.  ჩვენი კი ვიცით პასუხი- მიუხედავად ყველაფრისა, წინა ხელისუფლება მათი მონა-მორჩილი იყო და ამჟამინდელი კი უფრო ეროვნული ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვაზე ორიენტირებული, შესაბამისად   ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და უკმაყოფილებაც ამითაა გამოწვეული,“ -წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
არქივი