დავით ქართველიშვილი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში დაგეგმილ შესწორებაზე: შორს ვართ იმ ილუზიებისაგან, რომ ეს შესწორება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების გაზრდას ითვალისწინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 17 ივლისი 2024, 16:47

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სენატორ ჯინ შაჰინის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში ე.წ. „ქართველი ხალხის აქტის“ სახელით შეტანილი შესწორების წარდგენის საკითხს ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შესწორება 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფას ეხება. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ სკეპტიკურად უყურებს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული.

„არც კი ვიცი, როგორ უნდა მოვექცეთ. 2021 წლის 25 თებერვალს სენატორმა ბობ მენენდესმა თავისი აღშფოთებული შეშფოთება გამოთქვა ქართული ოპოზიციის ლიდერის, ნიკანორ მელიას დაპატიმრების გამო. შესაბამისი ნაცნობი ფრაზებით შეშფოთდა - დემოკრატიის უკუსვლა და ა.შ. დღეს ამერიკის მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა უკვე ბობ მენენდესი ცნეს დამნაშავედ ბრალდების 16 პუნქტში, მათ შორის კორუფციაში, მექრთამეობაში და უცხო ქვეყნის აგენტურულ საქმიანობაში. დამნაშავედ ცნეს ასევე მისი მეუღლე, ნადინ ასლანიანი. „ალავერდის" წესით, ალბათ ჩვენც გვმართებს აღშფოთებული შეშფოთების გამოხატვა ამერიკული დემოკრატიის უკუსვლის გამო და ბობ მენენდესის პოლიტპატიმართა კასტაში აღიარება ანჟელა დევისის და ლეონარდ პელტიერის საპატიო კამპანიაში. მაგრამ, ალბათ თავს შევიკავებთ და დანარჩენების მიმართ სამართლიანობის აღდგენას დაველოდებით. ამ დანარჩენებში, სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ექს-თავმჯდომარე მენენდესის კოლეგებს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ სენატორებს - შაჰინსა და რიშს ვგულისხმობ. ეს ის კომიტეტი და ის სენატორებია, ვინც შარშან აპრილში, ვაშინგტონში, საქართველოდან ჩასული ჩვენი ალქაჯების თანდასწრებით და კელი დეგნანის დირიჟორობით არარსებულ გადაცდომებზე ოთხი ქართველი მოსამართლის ნაწილობრივი დასანქცირება მოახდინეს.

ეს ის ჯინ შაჰინია, რომელმაც დღეს ე.წ. „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს. შორს ვართ იმ ილუზიებისაგან, რომ ეს შესწორება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების გაზრდას ითვალისწინებს. ჩვენ არ ვართ ამერიკელების მიერ ტერორისტებად შერაცხილი თალიბანი, რომელსაც აშშ-მ შეიძლება 18 მილიარდის ღირებულების თანამედროვე შეიარაღება აჩუქოს. ჩვენ ვართ ამერიკელების მოკავშირე ხელისუფლება, რომელმაც ამ პარტნიორობას ერთობლივ საერთაშორისო მისიებში ათობით დაღუპულისა და ასობით დასახიჩრებულთა სახით სისხლიანი ზვარაკი გავიღეთ. ამიტომაც, ამერიკული ლოგიკით - ქართველების მკვლელებს მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი აჩუქეს, ხოლო ქართულ ჯარს სჯიან. უბრალოდ საინტერესოა, საქართველოს "დასჯის" თანხა იქნება თუ არა ბობ მენენდესისა და მისი მეუღლის მიერ კორუფციით, ქრთამებითა და უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის გაყიდულ საიდუმლო მასალებში აღებული თანხების ტოლფასი,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: სადამკვირვებლო მისიები ხელს უშლიან საოლქო კომისიებს და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას, ნათელია, მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, არჩევნებამდეც აწარმოონ ბინძური კამპანია
დავით ქართველიშვილი: ნაცსექტის საარჩევნო პროგრამა იმდენად მაზალოა, თავად რომ შეგვახსენონ - მორცხვად უტყდებათ
თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილი ქართული ძეგლების აღდგენისთვის აჯილდოებს სხვებს, ბიძინა ივანიშვილს კი არც ახსენებს, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის
შალვა პაპუაშვილი: სტუმარი რომ სახლში შემოგივა, ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში - ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა „გადაახიო“ თავზე თაღლითებს, მათი აბსურდული ბრალდებები
არქივი