42
16 ივლისი 2024, 23:07
"ხალხის ძალა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიით მიიღებს მონაწილეობას. ეს განცხადება ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე გააკეთა.
"მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია და ეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა მდინარაძემ.
ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პარტიამ გახსნა ახალი ცენტრალური ოფისი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |