პენსილვანიაში ტრამპთან შეხვედრაზე რამდენჯერმე გაისროლეს... ტრამპმა სისხლიანი სახით დატოვა სცენა, მსროლელი და ერთ-ერთი მაყურებელი დაიღუპა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 14 ივლისი 2024, 07:37
სროლის ხმა გაისმა აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას პენსილვანიის საარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე. მან სიტყვა შეაწყვეტინა და ტრიბუნა დატოვა. მსროლელი მოკლეს. მოკლეს აქციის მინიმუმ ერთი მონაწილეც, თქვა რაიონის პროკურორმა.

სროლის დაწყებისთანავე, ტრამპი ტრიბუნასთანვე დაჯდა, მასთან დაცვა მივიდა და შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. წასვლის წინ პოლიტიკოსმა ხელი მუშტში შეკრა.

ტრამპს მარჯვენა ყური სისხლიანი ჰქონდა.


ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში" მოხვდა.

ტრამპის უკან მისი მხარდამჭერები პლაკატებით იდგნენ, როცა სროლა დაიწყო.

გავრცელებული კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გასროლა მაშინ მოხდა, როცა ტრამპი აშშ-ში არალეგალური მიგრანტების რაოდენობაზე საუბრობდა, ამის შესახებ BBC წერს. 

ტრამპის სპიკერმა სტივენ ჩანგის განცხადებით,  ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში იმყოფებოდა. ექიმებმა მის მდგომარეობა შეაფასეს.

„პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებს ამ საშინელი მოვლენის დროს სწრაფი რეაგირებისთვის. ის კარგად არის და ადგილობრივ საავადმყოფოში გადის გამოკვლევას“.

მომხდარზე ინფორმაცია გაავრცელა თეთრმა სახლმა. ჯო ბაიდენი კი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. 

„დღეს, პრეზიდენტი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ბრიფინგს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან“, - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.ა




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის პრეზიდენტი: ირანს ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს
"თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ" - ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე
გურამ მაჭარაშვილი - სიტყვებიც კი არ მყოფნის, გიორგი გახარიაზე რომ ვისაუბრო, არც ღირს სიტყვების დახარჯვა
ქადაგიშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირების დეესკალაცია არ მოხდება
ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება
არქივი