ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის უზრა ზეიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ლგბტ უფლებები და ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული”.
ანალიტიკოსის შეფასებით, ლგბტ პირების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, თანაც საერთაშორისო ურთიერთობაში კატეგორიულად მიუღებელია.
აბაშიძის თქმით, სკანდალური ბიოგრაფიის მქონე ამერიკელი დიპლომატის, უზრა ზეიას მხრიდან უგუნური 'ბლა ბლა' მიუთითებს, რომ ვაშინგტონის რეალურ ანალიტიკოსებს არ უსმენენ ფსევდოლიბერალები.
“ლგბტ პირების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, თანაც საერთაშორისო ურთიერთობაში კატეგორიულად მიუღებელია. ეს აკნინებს საზოგადოების ამ სეგმენტს და უდიდეს ზიანს აყენებს მის ვითომ მხარდამჭერ, საქართველოს საზოგადოების არმცნობ პერსონაჟებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ პოლიტიკოსობაზე.
წარმავალი ბაიდენის ულტრამემარცხენე ადმინისტრაციამ და მის დიქტატს აყოლილმა სხვა ცალკეულმა ევროპელმა აქტორებმა ურთიერთობა დროებითად გაიფუჭეს საქართველოსთან და სხვა უფრო ძირძველ მოკავშირეებთან.
სკანდალური ბიოგრაფიის მქონე ამერიკელი დიპლომატის, უზრა ზეიას მხრიდან უგუნური 'ბლა ბლა' მიუთითებს, რომ ვაშინგტონის რეალურ ანალიტიკოსებს არ უსმენენ ფსევდოლიბერალები.”- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |