პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს თაღლითური მოკლე ტექტური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 10 ივლისი 2024, 16:30

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას თაღლითური მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და მათი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს სთხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირებისთვის“,-ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა იურისტთა ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელია გაუწევს კოორდინაციას
რომა რცხილაძე: მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა - პოლიტიკა, ბულინგი მხოლოდ პატარა ადამიანებისთვისაა
დავით ჩიხელიძე: დღეს ქართველი ბიზნესმენები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, მათთვის ამოსავალ წერტილს მომხვეჭელობა წარმოადგენს და არა სახელმწიფო ინტერესები
„ფორტე“: მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ, სხვა უბედურებებზე რომ არაფერი ვთქვათ. ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ! საკვირველია პირდაპირ
არქივი