უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების,” - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.
მისი თქმით, ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.
,,უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.
ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეობის მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.
ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |