გია აბაშიძე: პოლიტიკურად ჩამონგრეული „სახლის“, „ნაცმოძრაობის“, მორყეული „განჯინა“ ვითომ გადაღებეს და ამას გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის ე.წ. პოლიტიკური ალიანსი დაარქვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 09 ივლისი 2024, 19:07

„თავად სჯერათ, რომ სოციოლოგიურად რამეს წარმოადგენენ? თუმცა, ან გარე დაკვეთაა ასეთი ბრიყვული ან მათმა ავადმყოფურმა მეგალომანიამ დაუხშო რეალობის დანახვის უნარი. ავარიული „ნაცსახლი“ მაინც დაინგრევა 26 ოქტომბერს“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გვარამიას, მელიას, ხოშტარიას და ჯაფარიძის მიერ პოლიტიკური ალიანსის შექმნას.

მისი თქმით, აღნიშნული გაერთიანება, რეალურად, პოლიტიკურად მონგრეული „სახლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ მორყეულ „განჯინას“ წარმოადგენს. „პოლიტიკურად ჩამონგრეული „სახლის“, „ნაცმოძრაობის“ მორყეული „განჯინა“ ვითომ გადაღებეს და ამას „გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის“ ე.წ. პოლიტიკური ალიანსი დაარქვეს. თავად სჯერათ, რომ სოციოლოგიურად რამეს წარმოადგენენ? თუმცა, ან გარე დაკვეთაა ასეთი ბრიყვული ან მათმა ავადმყოფურმა მეგალომანიამ დაუხშო რეალობის დანახვის უნარი. ავარიული "ნაცსახლი" მაინც დაინგრევა 26 ოქტომბერს, რაც არ უნდა "ახალი", რეალურად უგვანო "საჯუჭნაოები" წარმოადგინონ იდენტურმა ლუზერებმა - გახარიებმა, ბოკერიებმა, ხაზარაძეებმა და ა.შ. P.S. სლოგანიც რა კიტჩია - „დროა, გირჩი-ოთ ახალი“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი