ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ ოპოზიციას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ინტელექტის დეფიციტს განიცდის და ერთადერთი, რაც ეხერხებათ - ევროპასა და აშშ-ში სირბილი და იქ ხელისუფლების დაბეზღება, ან აქედან დასმენის წერილების გზავნაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 06 ივლისი 2024, 16:31

რატომ ჰგონიათ ამ ვაი-პოლიტიკოსებს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოში დროებით მყოფ მის სამხედროებს ბრძანებას მისცემდა რუსებთან სამხედრო კონფლიქტში შესულიყვნენ? თუკი აშშ უკრაინაში არ აგზავნის თავის სამხედროებს საომრად, საქართველოში რატომ აომებდა? - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ინტელექტის დეფიციტს განიცდის და ერთადერთი რაც ეხერხებათ - ევროპასა და აშშ-ში სირბილი და იქ ხელისუფლების დაბეზღება ან აქედან დასმენის წერილების გზავნაა.

„რადიკალურ ოპოზიციას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ინტელექტის დეფიციტს განიცდის. ერთადერთი რაც ეხერხებათ - ევროპასა და აშშ-ში სირბილი და იქ ხელისუფლების დაბეზღება, ან აქედან დასმენის წერილების გზავნა. ახლაც მორიგი სიბრიყვე და ტყუილი გამოაცხვეს ამერიკელების მიერ გაუქმებულ სამხედრო სწავლებაზე, თითქოს ამერიკელი სამხედროების აქ ორი თვით ყოფნით საქართველოს უსაფრთხოება სრულად დაცული იქნებოდაო. არადა, სწავლება 11-დღიანი (25 ივლისი - 6 აგვისტო) უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, შემოტანილი შეიარაღების უკან წაღებას დრო დასჭირდებოდა, მაგრამ იქნებოდა კი მათი აქ ყოფნით ჩვენი უსაფრთხოება დაცული რუსეთის აგრესიისგან? არა და ვერა. რატომ ჰგონიათ ამ ვაი-პოლიტიკოსებს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოში დროებით მყოფ მის სამხედროებს ბრძანებას მისცემდა რუსებთან სამხედრო კონფლიქტში შესულიყვნენ? თუკი აშშ უკრაინაში არ აგზავნის თავის სამხედროებს საომრად, საქართველოში რატომ აომებდა? მოდით, უახლესი ისტორია გავიხსენოთ, 2008 წლის 15-31 ივლისს საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლება „Immediate Response” ტარდებოდა, რომელშიც 1000 ამერიკელი სამხედრო და მათი თანამედროვე ტექნიკა მონაწილეობდა და აშშ-ს ბიუჯეტს $8 მლნ დაუჯდა. 7-8 აგვისტოს კი ომი დაიწყო და ფოთში უკან გასაგზავნად დატვირთული ამერიკული ტექნიკა მარკირებული როგორც „US property“, მათ შორის ახალთახალი სამხედრო „Hummer”-ები, სულ რაღაც 400 კმ გარბენით, რუსებმა ჩაიგდეს ხელთ. ამერიკელები ამაოდ ითხოვდნენ ამ ტექნიკის დაბრუნებას. აქაურმა ოპოზიციამ მართლაც ვერაფერი დაივიწყა და ვერც ვერაფერი ისწავლა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი