აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კაპიტოლიუმის წინ 6 იანვრის მოვლენების ასეულობით მონაწილის მიმართ ბრალდებები უკანონო იყო და შტატის გადაწყვეტილება 350 პირისთვის ბრალის წაყენებაზე, ასევე, უკანონოა - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან დაკავშირებით იგი ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს მიმართავს და მათგან პასუხს ითხოვს.
„აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კაპიტოლიუმის წინ 6 იანვრის მოვლენების ასეულობით მონაწილის მიმართ ბრალდებები უკანონო იყო და შტატის გადაწყვეტილება 350 პირისთვის ბრალის წაყენებაზე, რომელთაგან ზოგი ახლაც ციხეში ზის, ასევე უკანონოა. აქაურო ღირებულებებისთვის მებრძოლო ოპოზიცია, პრინციპულობაზე და ღირსებაზე ლექციებს რომ უკითხავთ ხალხს, თავად გამოამჟღავნეთ ეგ პრინციპულობა და გაბედეთ კითხვაზე პასუხი. მარტივი კითხვა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს - აშშ-ში დაკავებულებთან მიმართებაში პოლიტიკურ რეპრესიებს ჰქონდა ადგილი, თუ აშშ-ის უზენაესი სასამართლოა პოლიტიზებული?“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |