ქართული სპორტის ლეგენდა ლერი ხაბელოვი იუბილარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 05 ივლისი 2024, 23:16

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი 60 წლის გახდა – ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქართველი მოჭიდავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საზეიმო საღამო გაიმართა.

საღამო, რომელსაც გამოჩენილი სპორტსმენები, ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

ხაბელოვი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) და ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონია. 1988 წელს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 1992 წელს კი – ოლიმპიური ჩემპიონი.

ლერი ხაბელოვი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 1998–2004 წლებში – სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, 2004-2008 წლებში ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2012 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად.

ქართული სპორტის  ლეგენდა არის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი