„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების განცხადებას ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, მთელი გუნდის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” მათი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ელოდა მსგავს ნაბიჯს, რადგან მადლიერება ადამიანობის უმთავრესი გამოხატულებაა.
„ნამდვილად ველოდი, რადგან მადლიერება ადამიანობის უმთავრესი გამოხატულებაა. ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, უამრავ საზოგადოებრივ სიკეთეებთან ერთად, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებისთვის ლომის წვლილი მიუძღვის.
შესაბამისად, არც ფეხბურთი იქნება გამონაკლისი და მჯერა, ცალკე ჩვენი ეროვნული ნაკრების მომავალი წარმატებებისა და ცალკე, ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომისა, რასაც კიდევ მრავალჯერ იხილავს ქართული საზოგადოება.
ყოჩაღ, მადლიერება განსაკუთრებული გრძნობაა!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |