საქართველოსთან შეხვედრაში გამარჯვებული ორივე გუნდი მეოთხედფინალშია - თურქეთმა ავსტრია დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 03 ივლისი 2024, 00:59

ლაიფციგში, „რედ ბულ არენაზე" ევრო 2024-ის ბოლო მეოთხეფინალური შეხვედრა დასრულდა.

ავსტრიასთან შეხვედრაში თურქეთი პირველივე წუთზე დაწინაურდა, შემდეგ კი მთელი ტაიმის განმავლობაში შეძლო ანგარიშის შენარჩუნება.

მეორე ტაიმის პირველი წუთებიდანვე ავსტრიელებმა ისევ შეუტიეს, თუმცა კვლავ უშედეგოდ, თურქების ერთ-ერთი კონტრშეტევისას ბურთის  კუთხურზე მოგერიების შემდეგ კი პირველი გოლის ავტორ მერიჰ დემირალს ვერ აჯობეს საჰაერო ბრძოლაში და 0:2 ჩამორჩნენ.

66-ე წუთზე მიხაელ გრეგორიჩმა ერთი გოლი გაქვითა და მდგომარეობა ისევ დაიძაბა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა


მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:

5 ივლისი, შტუტგარტი, გერმანია - ესპანეთი
5 ივლისი, ჰამბურგი, პორტუგალია - საფრანგეთი
6 ივლისი, დიუსელდორფი, ინგლისი - შვეიცარია
6 ივლისი, ბერლინი, ნიდერლანდები - თურქეთი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი