ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოავლინა, ეუთო სიტყვით ერთს ამბობს, საქმით მეორეს აკეთებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს (ქართული ოცნება) ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს.
ექსპერტის თქმით, შესწორება, სადაც საუბარი რუსეთის მავნე ქმედებაზე იყო რეზოლუციის მიღმა დარჩა, რაც ამყარებს ეჭვებს, რომ ეუთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა ობიექტური ჭეშმარიტებით, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით ხელმძღვანელობს და მხარი რუსეთს დაუჭირა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოავლინა, ეუთო სიტყვით ერთს ამბობს, საქმით მეორეს აკეთებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს (ქართული ოცნება) ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს. შესწორება სადაც საუბარი რუსეთის მავნე ქმედებაზე იყო რეზოლუციის მიღმა დარჩა, რაც ამყარებს ეჭვებს, რომ ეუთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა ობიექტური ჭეშმარიტებით, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით ხელმძღვანელობს, ეუთომ საქართველოს ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, მხარი დაუჭირა რუსეთს.
მისასალმებელია, რომ მიკერძოებულ, ცალმხრივ რეზოლუციას საქართველოს მხარდაჭერა არ აქვს, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვა უპირველესია, სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობა არ განიხილება“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |