ოთარ კიტეიშვილი: ეს იყო უდიდესი ემოცია, განსაკუთრებით როდესაც ქართველ ხალხს ასე გახარებულს ვხედავდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 02 ივლისი 2024, 20:58

ხალხის იმედები და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და შევეცდებით, რომ ზრდა გავაგრძელოთ და შედეგებზეც აუცილებლად აისახება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა. 

ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„რა თქმა უნდა, ეს იყო გასაოცარი 3 კვირა, რაც დაიწყო ევროპის ჩემპიონატი. ყოველი დღე იყო განსაკუთრებული ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის და ეს იყო უდიდესი ემოცია ფეხბურთელებისთვის, როცა ვხედავდით ქართველ ხალხს ასე გახარებულს, განსაკუთრებით პორტუგალიის თამაშის შემდეგ. დღეს ამდენი ხალხი დაგვხვდა აეროპორტში, უდიდესი მადლობა მათ.

ხალხის იმედები და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და ნორმალურია. ამის საბაბს ჩვენი თამაში აძლევს, ეს მისასალმებელია და მაქსიმალურად შევეცდებით, გავაგრძელოთ ზრდა, განვითარდეთ და ეს შედეგებზეც აუცილებლად აისახება“, - აცხადებს კიტეიშვილი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი