გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით „ლაციო“ და „ტორინო“ დაინტერესდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 01 ივლისი 2024, 16:36

რომის „ლაციო“ გიორგი ქოჩორაშვილს აკვირდება და ქართველი ფეხბურთელით ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრის გადაბირებით „ტორინოცაა“ დაინტერესებული, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს.

„რომის „ლაციო“ ამ მომენტისთვის ნახევარმცველის ძიებაშია. გუნდს 2024/2025 წლების სეზონში მარკო ბარონი გაწვრთნის. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რიგებში ვეჩინო, გენდუზი, როველა და კატალდი ირიცხებიან, ახალი ფეხბურთელის დამატება მაინც განიხილება.

ჩვენი ცნობით, კლუბის ყურადღების ცენტრშია ნახევარმცველი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას. მისი სახელია გიორგი ქოჩორაშვილი. ამჟამად ის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „ლევანტეში“ ირიცხება.

თუმცა, ფეხბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებულია „ტორინო“. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და გადაწყვეტს თუ არა „ლაციო“ ქოჩორაშვილის რომში ჩამოყვანას“, – წერს გამოცემა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი