ვამაყობ ჩემი გუნდით, ნაკრებით, ქვეყნით, გულშემატკივრებით და ვფიქრობ, ეს ევროპის ჩემპიონატი ძალიან კარგი გამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
209 01 ივლისი 2024, 07:04

ვამაყობ ჩემი გუნდით, ნაკრებით, ქვეყნით, გულშემატკივრებით და ვფიქრობ, ეს ევროპის ჩემპიონატი ძალიან კარგი გამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა განაცხადა.

„შეხვედრა რთული გამოვიდა, დასანანია მარცხი, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ ესპანეთი ძალიან მაგარი ნაკრებია. ჩემი აზრით, ამ ჩემპიონატის ფავორიტები არიან. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მე ასე ვფიქრობ. მოთამაშე ხელს უშლიდა მამარდაშვილს, მაგრამ ფეხბურთია, ასეთი შეცდომები ხანდახან იპარება ხოლმე. საბოლოო ჯამში ვამაყობ ჩემი გუნდით, ნაკრებით, ქვეყნით, გულშემატკივრებით და ვფიქრობ, ეს ევროპის ჩემპიონატი ძალიან კარგი გამოვიდა. გავედით მერვედფინალში, ყველა გახარებულია, მთელი საქართველო. ეს დიდი გამოცდილებაა ჩვენთვის და შემდეგ ჩემპიონატებში ალბათ უფრო გაგახარებთ და ასეთი თამაშების გამოცდილება უფრო გვექნება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი