ვიგებდით, მაგრამ შემდეგ დაიბრუნეს სადავეები ხელში და გამოჩნდა თუ რამხელა ძალაა ესპანეთის ნაკრები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
198 01 ივლისი 2024, 06:58

ესპანეთი მართლაც ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირზე, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდეგ განაცხადა.

„ვიგებდით, მაგრამ შემდეგ დაიბრუნეს სადავეები ხელში და გამოჩნდა თუ რამხელა ძალაა ესპანეთის ნაკრები. გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი სეივები გააკეთა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვყავს ეგეთი ქართველი მეკარე. ესპანეთი მართლაც ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირზე“, - აღნიშნა ზივზივაძემ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი