ესპანეთი სხვა „ლეველი“ იყო, მაგრამ კარგია რაც გავაკეთეთ აქ და ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 01 ივლისი 2024, 06:54

კარგია, რაც გავაკეთეთ აქ და ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდგომ განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა. ვიცი, საქართველოშიც სულ ყველა ჩვენს უკან იდგა, მადლობა ყველას ამისთვის. ჩვენ მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გაგვეხარებინა საქართველო და იმედია, რომ გავახარეთ.
ესპანეთი სხვა „ლეველი“ იყო, მაგრამ კარგია რაც გავაკეთეთ აქ და ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ. ძალიან კარგი მინდორი არ იყო, წინა უკეთესი იყო აქ, 3-4 ფეხბურთელი გაცურდა, მაგრამ ასეა და უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი