ალბათ, გამოცდილებაც დაგვაკლდა, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა მოდის. ვეცდებით, რომ კიდევ წინ და წინ წავიდეთ - ჩემი აზრით, ისევ უნდა მოხვდეთ ასეთ დიდ ტურნირებზე , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო- ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კვარაცხელიამ ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“რა თქმა უნდა, დადებითიად შევაფასებ. იმიტომ, რომ მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით, ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი, რომ არ გაგვეშვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა. ალბათ, გოლიც ისეთი 50/50- ზე იყო და ჩემი აზრით, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, იმიტომ, რომ მამარდაზე მორატა ასე ვთქვათ, მოქმედებდა და ბურთს ვეღარ ხედავდა, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთია. ყველას თამაშს დადებითად შევაფასებ და ბედნიერები ვართ. ალბათ, გამოცდილებაც დაგვაკლდა, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა მოდის. ვეცდებით, რომ კიდევ წინ და წინ წავიდეთ. ჩემი აზრით, ისევ უნდა მოხვდეთ ამაზე დიდ ტურნირებზე და ამ ყველაფერს ვიმსახურებთ, სადაც დღეს ვართ.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო. მართლა არ ველოდებოდით ამდენი ხალხი, თუ მოვიდოდა იმიტომ, რომ ალბათ, ბევრს არ ეგონათ, რომ ჯგუფიდან გავიდოდით და ამდენი ხალხი მოვიდა და ასე გვამხნევდნენ, ძალიან დიდი მადლობა მათ. ასე ერთიანად, გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ და უფრო და უფრო წინ წავალთ. ასევე, მადლობა მათ ვინც საქართველოდანაც ვგულშემატკივრობდა”, - განაცხადა კვარაცხელიამ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. მატჩის პირველ ტაიმში, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი პირველი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა. ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |