ევროპის ჩემპიონატზე შეძენილი გამოცდილება და თავდაჯერება, რომელიც პორტუგალიის დამარცხებით შეიძინეს, საქართველოს უფრო საშიშს ხდის, ამის წყალობით ისინი უკეთესები იქნებიან. ჩვენ კი საკუთარი გზით სიარული და წინსვლა უნდა განვაგრძოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
198 29 ივნისი 2024, 20:16

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და მეტოქის შეფასებისას ფრთხილი იყო.

„მაქსიმალურ პატივისცემას გამოვხატავ იმ გუნდის მიმართ, რომელიც დიდ ტურნირზე პირველად თამაშობს და პორტუგალიას აჯობა. ჩვენი გამოცდილებიდან ვხედავთ, რომ საქართველოს ნაკრები გაუმჯობესდა და პროგრესს განიცდის. ამიტომ ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სისტემა შეცვალა – ამ გუნდის მოთამაშეები კონტრშეტევაზე გადასვლას ძალიან სწრაფად ახერხებენ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ.

ევროპის ჩემპიონატზე შეძენილი გამოცდილება და თავდაჯერება, რომელიც პორტუგალიის დამარცხებით შეიძინეს, საქართველოს უფრო საშიშს ხდის, ამის წყალობით ისინი უკეთესები იქნებიან. ჩვენ კი საკუთარი გზით სიარული და წინსვლა უნდა განვაგრძოთ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი