ვილი სანიოლი: უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დასაკარგი აღარაფერი გვაქვს - შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ევრო 2024 ჩემპიონები ვართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 29 ივნისი 2024, 17:19

უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ევრო 2024 ჩემპიონები ვართ. - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ესპანეთის ნაკრებს ბოლო 3 წელიწადში 4-ჯერ შევხვდით და ოთხივეჯერ დავმარცხდით, მაგრამ ხვალინდელი თამაში სრულიად განსხვავებული იქნება. კარგად მახსოვს ის წაგებები. ერთი მატჩი 1:7-ით დავთმეთ და შეიძლება, აქ რომ ვართ, მაშინდელი მარცხის დამსახურებაც იყოს, რადგან წარუმატებლობიდან სწორი დასკვნები გავაკეთეთ.

პორტუგალიასთან იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ვუტევდით, მინდა რომ ხვალინდელ თამაშზეც ასეთი სცენარი ვნახო, რადგან თუ მხოლოდ დაცვაზე იზრუნებ, შედეგს ვერ მიაღწევ“, - აღნიშნა მწვრთნელმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი