რეზი არველაძე: დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა არ იყო შემთხვევითობა, ფაქტობრივად, ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან გვიწევს თამაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 29 ივნისი 2024, 15:09

ვეტერანი ფეხბურთელი რეზი არველაძე აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებს ამ დღემდე საუკეთესო გუნდთან უწევს თამაში და დარწმუნებულია, რომ ჩვენი ბიჭები მაქსიმალურს გააკეთებენ.

მისი თქმით, ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს მერვედფინალური მატჩი.

„ასეთი ბედნიერი დღეები ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ხანია არ ჰქონია. მინდა, რომ ეს ბედნიერება გაგრძელდეს. ჩვენ, ფაქტობრივად, ამ ჩემპიონატის ამ დღემდე საუკეთესო გუნდთან გვიწევს ახლა თამაში. გვიწევს პლეი-ოფის, აბსოლუტურად სხვა შინაარსის თამაში და არა ისეთი, როგორიც პორტუგალიასთან იყო. აი ძალიან მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ მერვედფინალური მატჩი და იმედიც მაქვს, რომ მაღალ დონეზე ჩაივლის ეს შეხვედრა.

იგივე შინაარსის თამაშს ველოდები, რომ კონტროლი მეტი ჰქონდეს ესპანეთის ნაკრებს, ჩვენ ისევ ვითამაშებთ კონტრშეტევებზე. ისევ 5 მცველით, ისევ 3 ნახევარმცველით და 2 ფორვარდით. ჩვენ დღევანდელ დღემდე ისე მოვედით, რომ ჩვენ ჩვეულებრივად დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა არ იყო შემთხვევითობა“, - აცხადებს რეზი არველაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი