ედიშერ გვენეტაძე: ნაცმოძრაობის „ნათელი“ სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და საკუთარი ქვეყნისა დასჯას ითხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 28 ივნისი 2024, 14:04

ნაცმოძრაობის "ნათელი" სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და იქ პირაქაფებულები მოითხოვენ ვიღაც უკრაინელ გონჩარენკოებთან და სხვა ბალტიისპირელ სუბიექტებთან ალიანსში საკუთარი ქვეყნისა დასჯას!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.

„ნაცმოძრაობის "ნათელი" სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და იქ პირაქაფებულები მოითხოვენ ვიღაც უკრაინელ გონჩარენკოებთან და სხვა ბალტიისპირელ სუბიექტებთან ალიანსში საკუთარი ქვეყნისა დასჯას!
რამაც მომავალში აუცილებლად უნდა გამოიწვიოს საქართველოს ომში ჩართვა, მოსახლეობის გაჟლეტა და ქვეყნის სრული განადგურება!
ხოლო თანამედროვე ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილებისათვის დოლარ-ევროები და უცხოეთში ფეშენებლურ ვილებში ცხოვრება!
ასე არის ამჯერადაც!
სახელდობრ ორი - კაცად და ქალად ვერ შემდგარი არსება. გვარად: წითლიძე და ბეჟაშვილი ანუ მოღალატე კოლექტიური ნაცფარსადანები გულამოვარდნილნი ჩავარდნენ "ბრიუსელსა შინა"!.
უმალ დააბეზღეს ის ქვეყანა, რომელშიც სამწუხაროდ დაბადებულნი არიან და ითხოვეს საქართველოსათვის სანქციების დაწესება!
იქაურებმა მოუსმინეს სამშობლოს მოძულეებს და როგორც "არსენას" ხალხურ ლექსშია ნათქვამი!
სახალხო გმირის გამყიდველ-ნათლიმამ ფარსადანივით "ერთი ორიოდე პანღურ-ჭიტლაყი ამოჰკრეს და გამოაგდესა"!
ასეთია უსამშობლო-მოღალატეთა სამარცხვინო ხვედრი ყველგან და ყოველთვის!
ყველა დროსა და ყველა სივრცეში!“-წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე და მათ უცხოელ პატრონებზე: საქართველოს წინსვლაში მათი სიკვდილია, წარმატებული ქვეყანა მათი მესაფლავეა
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული
აუ რა დაპირისპირებულია მიშა გვარამიასთან, 15 წუთია გვარამიას ბრიფინგი მიდის მთავარზე და ნაყოფია არ თიშავს
ნინო ფოჩხუა - ფულის სიყვარული რას არ აკეთებინებს გვარამიას და მის გუნდს. ახლა, როცა ამ ხელისუფლების პირობებში, შავი ფული და ფულის გათეთრების ქეისების გამოძიება სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, გვარამია და მისი გუნდი ბედავს შავი ფულის ტრიალს და მის გათეთრებას
გიორგი ზერეკიძე: „ნაცების“ და გახარია/ხაზარაძის ამომრჩეველმა უნდა გააცნობიეროს, რომ დამნაშავისათვის და ჯაშუშისათვის ხმის მიცემა არის დანაშაული და თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ თანამონაწილეობის გამო
არქივი