ძალიან ბედნიერები ვართ. კიდევ გავიმეორებთ და კიდევ დავწერთ ისტორიას, უფრო და უფრო წინ წავალთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 27 ივნისი 2024, 07:46

ძალიან ბედნიერები ვართ. კიდევ გავიმეორებთ და კიდევ დავწერთ ისტორიას, უფრო და უფრო წინ წავალთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა განაცხადა.

„ყველა ქართველ გულშემატკივარს, ყველა ქართველ ადამიანს მინდა მადლობა ვუთხრა. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვიყავით იმიტომ, რომ ასეთი გვერდში დგომა არ გვიგრძნია. გვეგონა, რომ საქართველოში ვიყავით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქომაგს, ვინც აქ იყო და ვინც არ იყო. გკოცნით ყველას და ძალიან მიყვარხართ ყველა“, - აღნიშნა გოჩოლეიშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი