119
26 ივნისი 2024, 23:53
წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება.
„კვარას გაელვება: „ნაპოლის“ ვარსკვლავმა ორ წუთზე ნაკლებ დროში პორტუგალიას გაუტანა და საქართველოს ოცნებას უნარჩუნებს“, - წერს იტალიური გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიას მეორე წუთზე გოლი გაუტანა. ამ დროისთვის ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 1:0-ია.
ეროვნული გუნდი შემდეგი სათადარიგო შემადგენლობით თამაშობს: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |