ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა რომელიც შედგება კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან და რომლის შექმნის სამართლებრივი საფუძველია მისია - დაეხმაროს და რჩევები მისცეს ცალკეულ ქვეყნებს კონსტიტუციურ საკითხებში, რათა გაუმჯობესდეს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების დაცვა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, კომისიის მოსაზრებების გაზიარების არასავალდებულობის მიუხედავად, საქართველოს არაერთხელ გაუთვალისწინებია მათი სამართლებრივი ხედვები, მაგრამ ახლა როცა ეს ორგანო მიკერძოების მაღალი ხარისხით, ანტი-ზნეობრივი პრაქტიკის გაზიარებას ითხოვს, პასუხი არა იქნება.
„ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა რომელიც შედგება კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან და რომლის შექმნის სამართლებრივი საფუძველია მისია - დაეხმაროს და რჩევები მისცეს ცალკეულ ქვეყნებს კონსტიტუციურ საკითხებში, რათა გაუმჯობესდეს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების დაცვა. ვენეციის კომისია ძირითადად განიხილავს კონსტიტუციების პროექტებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ასევე განიხილავს არაკონსტიტუციურ კანონებს. კომისიას მოსაზრების მომზადების თხოვნით მიმართავს მონაწილე სახელმწიფო, ევროპის საბჭოს რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია. კომისიის მიერ მიღებული მოსაზრებები არ არის სავალდებულო. ქართული სახელმწიფო მიუხედავად კომისიის მოსაზრებების გაზიარების არასავალდებულობისა, როგორც პასუხისმგებლიანი სუბიექტი, პატივს სცემს ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს, ამის ფაქტობრივი დადასტურება ის რომ არაერთხელ იქნა გათვალისწინებული მათი სამართლებრივი ხედვები, მაგრამ ახლა როცა ეს ორგანო მიკერძოების მაღალი ხარისხით, ჩვენგან ანტი ზნეობრივი პრაქტიკის გაზიარებას ითხოვს რა თქმა უნდა პასუხი იქნება არა! მინაწერი: მეგობრებო, თქვენ ისტორიული ღირსების მქონე ზნეობრივ, მართლმადიდებლურ სახელმწიფოსა და ხალხს ესაუბრებით და უმორჩილესი თხოვნაა თქვენი მოთხოვნის - ტონი შეარბილოთ“, - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |