ქართველ ამომრჩეველს არაფრად ადარდებს ზურაბიშვილის, გვარამიას, მელიას, ვაშაძის, სანიკიძის, ხაზარაძის, გახარიასა და ათეულობით უსამშობლო პოლიტიკანის ბედ-იღბალი, ჰოდა ეს უსამშობლო ნაძირალებიც დამათხოვრობენ საზღვრებს გარეთ, იქნებ უცხოელებმა მაინც მოახერხონ ქართულ პოლიტიკაზე ზეწოლა და რაიმე სახეირო ამათაც გადმოუგდონ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანაში უცხო აქტორების გავლენა მინიმუმამდე დაიყვანა, რის შემდეგაც ადგილობრივი „ომის პარტია“ და გლობალური „პოლიტ-კონიუნქტურშიკები“, ყველა მეთოდს მიმართავენ, რომ რამენაირად გადაარჩინონ „აგენტოკრატები“.
„ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“ - ეგრეა ჩვენი პარაზიტი ოპოზიციის საქმე. ქართველ ამომრჩეველს არაფრად ადარდებს ზურაბიშვილის, გვარამიას, მელიას, ვაშაძის, სანიკიძის, ხაზარაძის, გახარიასა და ათეულობით უსამშობლო პოლიტიკანის ბედ-იღბალი, ჰოდა ეს უსამშობლო ნაძირალებიც დამათხოვრობენ საზღვრებს გარეთ, იქნებ უცხოელებმა მაინც მოახერხონ ქართულ პოლიტიკაზე ზეწოლა და რაიმე სახეირო ამათაც გადმოუგდონ.
უცხო აქტორების გავლენა კი მინიმუმამდე დაიყვანა ხელისუფლებამ. ამიტომაცაა გამწარებული ცალკე ადგილობრივი „ომის პარტია“ და ცალკე, გლობალური „პოლიტ-კონიუნქტურშიკები“, რომ ყველანაირი ბერკეტი ხელიდან აქვთ გამოცლილი და ყველა მეთოდს მიმართავენ, რომ რამენაირად გადაარჩინონ „აგენტოკრატები“. მოკლედ, რა უსარგებლო ბალასტიც ადგილობრივ დონეზე გვყავს ოპოზიციაში, ასეთივე უსარგებლოები გახდებიან გარე აქტორებისათვის ოქტომბრის შემდეგ, მას მერე, რაც ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ გახვეტავს ამ პარაზიტებს პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე!“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |