მოვა დრო, როცა ქართული კანონის მოწინააღმდეგეები მიხვდებიან, რომ მოატყუეს და საკუთარი პროტესტის შერცხვებათ. შერცხვებათ პროტესტში საკუთარი როლის, რომელიც სხვამ განსაზღვრა და პროგრესული თაობა ბრბოდ აქცია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე.
მისი თქმით, ქართული კანონისთვის რუსულის დარქმევა და გაპროტესტება საუკუნის აფიორაა, ეს არის მაგალითი, რომ პროპაგანდას შეუძლია დააჯეროს ადამიანი, რომ თეთრი შავია.
„მოვა დრო, როცა ქართული კანონის მოწინააღმდეგეები მიხვდებიან,რომ მოატყუეს და საკუთარი პროტესტის შერცხვებათ. შერცხვებათ პროტესტში საკუთარი როლის, რომელიც სხვამ განსაზღვრა და პროგრესული თაობა ბრბოდ აქცია.
ქართული კანონისთვის რუსულის დარქმევა და გაპროტესტება საუკუნის აფიორაა, ეს არის მაგალითი, რომ პროპაგანდას შეუძლია დააჯეროს ადამიანი, რომ თეთრი შავია. გამჭვირვალობის ანალოგიური კანონი მიიღეს საფრანგეთში და კანადაში უფრო ადრე კი აშშ-ში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, სადაც მას პროტესტი არ გამოუწვევია ერთადერთი გამონაკლისი საქართველო აღმოჩნდა, საქართველო იყო ერთადერთი, რომელიც ამბობდა, შინაარსში არ შევდივართ უბრალოდ ცუდია და არ გვინდაო? ჩემზე უკეთ იცით წიგნს ყდით მხოლოდ რეგვენი თუ შეაფასებს“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |