თამთა მეგრელიშვილი: აშშ-სგან და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა, ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 25 ივნისი 2024, 10:41

დიდი ძმისა [აშშ] და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა. ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ეს ვირტუალური სანქციები დაგვიწესონ ჩვენ, თანახმა ვართ ამაზე - მაგრამ ქართველი ხალხის დაშინებით რაღაც დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს“.

მეგრელიშვილის თქმით, მმართველი რგოლი ამ ომსაც მოიგებს და ქართველი ხალხის დაკვეთას აუცილებლად შეასრულებს.

„დიდი ძმისგან პატარა ძმისთვის დაწესებული სანქციები ყურის აწევას ჰგავს იმ ურჩობისთვის, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გამოავლინა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შეუპოვრობით მიღებული "გამჭვირვალობის" კანონი, მზადება LGBT პროპაგანდის ასაკრძალად და სხვა არაერთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნაბიჯი გაცხადებული, თუმცა ჯერ კიდევ ვირტუალური სანქციით ისჯება.

დიდი ძმა, ამერიკა ნაწყენია, ევროპაც მას მხარს უბამს. მათი მტკიცება, რომ ქართულ რეალობაში მიღებული კანონი რუსულია, ევროპისთვის კი იგივე პრინციპზე აგებული კანონი ევროპული და მისაღებია პოლიტიკურ შინაარს სცდება და არასამართლიანია. ასევე არასამართლიანია ის პროტესტი, რომელსაც "ქართული ოცნების" მიმართ ევროპა და ამერიკა დიდი ალბათობით LGBT პროპაგანდის ასაკრძალად გაწეული სამართლებრივი შრომისთვის გამოავლენს.

დიდი ძმისა და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა, ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება.
სანქციები ვირტუალურიდან თუნდაც რეალურობამდე ზნეობრიობასთან მაინც უშინაარსო იქნება, მმართველი რგოლი ამ ომსაც მოიგებს და ქართველი ხალხის დაკვეთას აუცილებლად შეასრულებს“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი