ლევან ნიკოლეიშვილი ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებაზე: ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო... გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება - ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 24 ივნისი 2024, 23:22
 ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, “საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” და ამ განცხადებას ცინიზმის გამოხატულებას უწოდებს. 

 მისი თქმით, გასაგებია, რომ საქართველოს ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება და ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს. 

 „ნატოში უკრაინის ვითომდა მომავალში შესვლის გამო რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მერე აღმოჩნდა, რომ ისედაც არავინ არ იღებს მათ ნატოში. უკრაინას რამდენჯერმე უთხრეს ნატო დაივიწყოს მანამ... სანამ რუსეთს ომში არ დაამარცხებს! ისე ნატოს წევრებს და წევრობის მოსურნეების უმეტესობას (99.9%) რუსეთისგან თავდასაცავად სჭირდებათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და უკრაინამ თუ რუსეთი დაამარცხა, მაშინ რა ვიცი სჭირდებათ ნატო? მოკლედ დიდი ცინიზმია. 

ამ ცინიზმის გამოხატულებაა ჩვენს მიმართ დამადლებით გამოთქმული განცხადება - “საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა. ამ განცხადებით რას გვეუბნებიან? ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო... გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება - ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს... ახლა კი ყველა დაფიქრდეს ჩვენთან მედიდურობით და დამადლებით საუბარი ვის წისქვილზე ასხამს წყალს?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი