გია აბაშიძე: სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო ხუთეულშია - კვლევები მკაფიოდ წარმოაჩენენ თუ რას მიაღწია საქართველომ და რომელ ირაციონალურ ჯურღმულებში არიან ნამუსდაკარგული, უშინაარსო კრიტიკოსები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 22 ივნისი 2024, 11:41

საქართველოზე უსაფუძვლო, ანგაჟირებული, ნეგატიური პოლიტიკური განცხადებების ფონზე, მორიგი დაწინაურება გვაქვს წონად საერთაშორისო შეფასებებში - სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უკვე მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, საერთაშორისო კვლევები მკაფიოდ წარმოაჩენენ თუ რას მიაღწია საქართველომ.

„საქართველოზე უსაფუძვლო, ანგაჟირებული, ნეგატიური პოლიტიკური განცხადებების ფონზე, მორიგი დაწინაურება გვაქვს წონად საერთაშორისო შეფასებებში - სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უკვე მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ამგვარი პროფესიონალური საერთაშორისო კვლევები მკაფიოდ წარმოაჩენენ თუ რას მიაღწია საქართველომ და რომელ ირაციონალურ ჯურღმულებში არიან ნამუსდაკარგული, უშინაარსო კრიტიკოსები.

ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა, „მშვიდობის ფონდმა“, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონშია, Fragile States Index-ის (მყიფე სახელმწიფოების ინდექსი) 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 179 ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სიმტკიცის შეფასების სარეიტინგო მაჩვენებელია, სადაც ქვეყნები განლაგებულია ყველაზე მყიფედან მტკიცე ქვეყნებამდე თანმიმდევრობის პრინციპით. რეიტინგის სათავეში ყოფნა ყველაზე არამდგრადობაზე მიუთითებს, რეიტინგის ბოლოში კი ყველაზე მტკიცე სახელმწიფოები არიან.

ცნობისათვის, 2012 წლის რეიტინგში, ნაცრეჟიმის დროს, როცა აქ "დემოკრატიის შუქურა" "კაშკაშებდა", საქართველო სახელმწიფოებრივი მოწყვლადობით 51-ე ადგილზე იყო 50 ყველაზე არამდგრად სახელმწიფოთა მიჯნაზე და თავდაპირველ, ანუ 2006 წლის ინდექსთან შედარებით პოზიცია 9 ადგილით ჰქონდა გაუარესებული. FSI 2024 -ის რეიტინგში სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა, შეფასება წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

„მშვიდობის ფონდის“ შეფასება 12 ძირითად ინდიკატორს ეფუძნება: უსაფრთხოება, ელიტური დანაწევრება, საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება, ეკონომიკა, ეკონომიკური უთანაბრობა, პრობლემური ემიგრაცია, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია, საჯარო სერვისები, ადამიანის უფლებები, დემოგრაფიული წნეხი, ლტოლვილები და დევნილები, საგარეო ინტერვენცია“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი