საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 20 ივნისი 2024, 08:27

ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის მზადება დაწყებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს. გუშინ ჩვენმა გუნდმა ვარჯიში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა.

ნაკრებთან ერთად არ ყოფილა ოთარ კიტეიშვილი, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. შეძლებს თუ არა ის მომდევნო მატჩზე თამაშს, ეს ჯერ გაურკვეველია.

ახლა ყველა ერთად, მომდევნო მატჩის, უშეღავათო ბრძოლის და გამარჯვების მოლოდინშია. ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ხოლო 26 ივნისს კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ახლა ჩეხეთთან მატჩს მოუთმენლად ელოდება ეროვნული ნაკრების შემადგენლობა. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი გამარჯვება მოვუტანოთ“, - აცხადებენ ფეხბურთელები.

თურქეთის ნაკრებთან წაგების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა და ევრო 2024 ახალ დონეზე აიყვანა. ნაკრების თამაშმა არამხოლოდ საქართველო აღაფრთოვანა. „თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები“, - ასეთია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქომაგების გამოხმაურება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი