ლევან ნიკოლეიშვილი: პოლიტიკური შულერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე და ღარიბაშვილი დაიბარა და მაგრად უსაყვედურაო, მის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 19 ივნისი 2024, 16:18

„მძიმე სურათი რომ არის ოპოზიციაში ეს გასაგებია, ვინ ვის შეუერთდეს და ვინ ვისთან შეუღლდეს, ამაზე ხომ უბრალოდ ერთ ბრძანებას ელოდებიან უცხოელი პატრონებისგან, მაგრამ ვაშაძის ფანტაზიას რომ საზღვრები არა აქვს, ესეც ხომ ფაქტია“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, ვაშაძემ უნდა დაასაბუთოს, რომ მისი განცხადება ტყუილი არ არის და დაასახელოს ის პიროვნება, ვინც მას მმართველი გუნდიდან აღნიშნული შეხვედრის შესახებ აცნობა. თუმცა, ექსპერტი აცხადებს, რომ ვაშაძე ამას ვერ შეძლებს, რადგან ტრადიციულად ცრუობს.

„პოლიტიკური შულერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი დაიბარა და... მოკლედ მაგრად უსაყვედურაო. მძიმე სურათი, რომ არის ოპოზიციაში ეს გასაგებია, ვინ ვის შეუერთდეს და ვინ ვისთან შეუღლდეს, ამაზე ხომ უბრალოდ ერთ ბრძანებას ელოდებიან უცხოელი პატრონებისგან, მაგრამ ვაშაძის ფანტაზიას რომ საზღვრები არა აქვს ესეც ხომ ფაქტია. ზაფხული მოდის პოლიტიკური აქტივობები იკლებს, რამე სკანდალი ხომ არის საჭირო, ჭიჭე ვაშაძეც ადგა და დააბრეხვა "ნიუსი." არც ირაკლი კობახიძე და არც ირაკლი ღარიბაშვილი, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილი ვაშაძეს არ ჩამოუჯდებოდა და არ მოუყვებოდა ამბებს, ვერც ვაშაძე ვერ შეძვრებოდა მაგიდის ქვეშ რომ შეხვედრაზე გაჟღერებული ამბები მოესმინა, ვერც სახურავიდან მიაყურადებდა, რაღა რჩება? ვაშაძე ამბობს გუნდიდან მითხრესო, აბა თუ ბიჭია დაადოს ხელი ამან და ამან მითხრაო, ვერ ამბობს, ან როგორ იტყვის როცა არ არსებულ ამბავზე საუბრობს? ე.ი. ტრადიციულად ტყუის, ცრუობს, ლაზღანდარობს, ან სხვა რა უნდა ქნას, სხვა რამე იცის?,” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი