112
19 ივნისი 2024, 10:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ თურქეთის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ნაკრებს ღირსეული თამაშისთვის მადლობას უხდის. „მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!“ – წერს ირაკლი კობახიძე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ქალაქ დორტმუნდში გამართა. საქართველო-თურქეთის შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |