საქართველოს პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 18 ივნისი 2024, 20:06

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას მართავს. „ჯვაროსნების“ მეტოქე თურქეთია. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

თურქეთის შემდეგ ტურნირზე ჩვენი ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელსაც საქართველო 22 ივნისს შეხვდება. ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი