დავით ქართველიშვილი: საქართველოს მაგალითზე, ლიბერალური წრეების მიერ გამოზრდილი თაობების ერთი ნაწილი, ზოგადად უუნარო აღმოჩნდა ნებისმიერი ტიპის აჯანყებისთვის − მათ შორის საზოგადოების ტრადიციული, კონსერვატიული, სარწმუნოებრივი სეგმენტის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 17 ივნისი 2024, 13:47
„დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ იოლად დავინახავთ, რომ საქართველოს პარლამენტთან განვითარებული მოვლენები ფსევდოლიბერალური მძევლობისა და თავისივე დაგებულ ხაფანგში გახვევის ანარეკლია," -  ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი  დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც თან ახლდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას და შემდეგ ამავე კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. 

დავით ქართველიშვილი  ფსევდოლიბერალიზმის მარცხზე საუბრობს და  მოჰყავს გერმანელი მწერლისა და ფილოსოფოსის, გიუნტერ ანდერსის ნაშრომი  „ადამიანის მოძველება“, რომელიც აღმოჩნდა ერთგვარი წინასწარმეტყველება თუ  როგორ ჩაახშო ნებისმიერი აჯანყება. 



„28 მაისი − ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, როდესაც პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, თითქოსდა უნდა ყოფილიყო თვენახევრიანი საპროტესტო აქციების კულმინაცია. მაგრამ ვერც მანიფესტანტების პოლიტიკური ლიდერები ვიხილეთ პარლამენტთან, ვერც მკაფიო გეგმები თუ გზავნილები მოვისმინეთ. ამ ფენომენის ახსნაში ჩვენ შეიძლება დაგვეხმაროს გერმანელი მწერლისა და ფილოსოფოსის, გიუნტერ ანდერსის, ჯერ კიდევ 1956 წელს გამოცემული ნაშრომი − „ადამიანის მოძველება“. გერმანელმა ფილოსოფოსმა ლიბერალური იმპერიის გარიჟრაჟზე ძალზე საინტერესო დასკვნები გამოიტანა და დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ იოლად დავინახავთ, რომ საქართველოს პარლამენტთან განვითარებული მოვლენებიც ამ ფსევდოლიბერალური მძევლობისა და თავისივე დაგებულ ხაფანგში გახვევის ანარეკლია.

მაშ ასე, 1956 წელს გიუნტერ ანდერსმა დაწერა თავისი წინასწარმეტყველური მოსაზრება: „იმისათვის, რათა ჩაახშო ნებისმიერი აჯანყება, არაა საჭირო მიმართო ძალადობრივ მეთოდებს. ჰიტლერის დროინდელი ზომები უკვე მოძველებულია. საკმარისია შექმნა ისეთი ძლიერი კოლექტიური პირობითობა, რომ აჯანყების იდეა საერთოდ აღარ გაჩნდეს ხალხის ცნობიერებაში. იდეალური იქნება ადამიანების საჭირო მიმართულებით პიროვნული ჩამოყალიბება დაბადებიდანვე, მათში თანდაყოლილი ბიოლოგიური უნარების შეზღუდვის გზით. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებდით მათ „კონდიცირებას“, განათლების მკვეთრი შემცირების ხარჯზე, მისი მხოლოდ მინიმალური პროფესიული უნარების შეძენის დონემდე დაყვანით. გაუნათლებელ კაცს შეზღუდული მსოფლმხედველობა აქვს და რაც უფრო მეტად შემოიფარგლება მისი აზროვნება უღიმღამო საქმიანობით, მით ნაკლებად შესწევს მას „აჯანყების“ უნარი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მეცნიერებაზე წვდომა სულ უფრო რთული და ელიტარული გახდეს, ადამიანებსა და მეცნიერებას შორის უფსკრული გავაჩინოთ და ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია არ ატარებდეს „დივერსიულ“ და „ძირგამომთხრელ“ შინაარსს.

აქ მთავარია შევეშვათ ფილოსოფიას. აქაც უნდა გამოვიყენოთ დარწმუნების ძალა და არა პირდაპირი ძალადობა: ჩვენ მასობრივად გავავრცელებთ სატელევიზიო გასართობ პროგრამებს, რომლებიც აღწევენ ადამიანების მხოლოდ ემოციების ან ინსტინქტების დონეს. მათი გონება უსარგებლო და გასართობი შინაარსის პროდუქტებით უნდა იყოს დაკავებული. უწყვეტ ფუჭ საუბრებსა და მუსიკას შეუძლია გონება „სახიფათო“ ფიქრებისგან დაიცვას. ადამიანური ინტერესების რეიტინგის სათავეში სექსუალობას დავაყენებდით. ამაზე საუკეთესო სოციალური „ტრანკვილიზატორი“ არ არსებობს. ზოგადად, ჩვენ ამას ისე გავაკეთებდით, რომ ადამიანის ცნობიერებიდან მისი არსებობის „სერიოზული ნაწილი“ აღმოვფხვრათ, ეჭვქვეშ დავაყენოთ მასში ყველაფერი, რაც ღირებულია ადამიანისთვის, დავცინოთ აქამდე მისთვის ურყევ ავტორიტეტებს, გამუდმებით დავაკავოთ მისი ტვინი სრული უაზრობით, რათა მხოლოდ „საჯაროობის ეიფორია“ გახდეს ადამიანის ბედნიერების სტანდარტი და თავისუფლების მოდელი. ამრიგად, მსგავსი მიდგომა გამოიწვევს ადამიანში ისეთ ინტეგრაციას, რომ ერთადერთი შიში, რომლის შენარჩუნებაც მოგვიწევს, იქნება მათი ამ სისტემიდან გარიყვა და, შესაბამისად, ბედნიერებისთვის აუცილებელ პირობებზე წვდომის შეზღუდვა.
ამგვარად ჩამოყალიბებულ ბრბოს კი, უნდა მოეპყროთ ისე, როგორც ის ამას იმსახურებს: მაგალითად, ძროხასავით, და მას უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ნახირს. ყველაფერი, რაც იწვევს მისი ნათელი აზროვნებისადმი აპათიას, არის საზოგადოებრივი სიკეთე და ის ყველაფერი, რამაც ის შესაძლოა გამოაფხიზლოს, უნდა გახდეს დაცინვის საგანი, უნდა გახდეს მასში დათრგუნვისა და ამის წინააღმდეგ ბრძოლის საზრუნავი. ნებისმიერ დოქტრინას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს სისტემას, უნდა მიენიჭოს დივერსიული და ტერორისტული „იარლიყი“, ხოლო ვინც მას მხარს უჭერს, მაშინ განიხილებოდეს, როგორც ტერორისტი“.

ეს არის ფილოსოფოს გიუნტერ ანდერსის დოქტრინა, რომელიც ფსევდოლიბერალიზმის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აჯანყების თავიდან აცილებას უნდა მოხმარებოდა, რამაც საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი ადამიანების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი − ადამიანების, რომლებსაც მე „გენმოდიფიცირებულები“ ვუწოდე თავის დროზე. მაგრამ საქართველოს მაგალითზე, ამ მიდგომამ უფრო უნივერსალური ხასიათი მიიღო და სწორედ ლიბერალური წრეების მიერ გამოზრდილი თაობების ერთი ნაწილი, ზოგადად უუნარო აღმოჩნდა ნებისმიერი ტიპის აჯანყებისთვის − მათ შორის საზოგადოების ტრადიციული, კონსერვატიული, სარწმუნოებრივი სეგმენტის წინააღმდეგ. მით უმეტეს − საზოგადოების უმცირესობის პოზიციებიდან," -  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი