დავით ქართველიშვილი: „პოლიტიკური „რეპი" უნდა ავითვისოთ - მაგალითად, აფთიაქში გიცნეს და შემოგძახეს: „არა რუსულ კანონს!"; მომენტალურად პასუხობ - „გაუმარჯოს ქართულს!"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 14 ივნისი 2024, 23:58
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში იუმორით ეხმიანება. 

„პოლიტიკური „რეპი" უნდა ავითვისოთ, განსაკუთრებით მოწინააღმდეგესთან დუეტის ფორმატში. მაგალითად, აფთიაქში გიცნეს და შემოგძახეს: „არა რუსულ კანონს!"; მომენტალურად პასუხობ - „გაუმარჯოს ქართულს!" და ასე, რამდენიმეჯერ, ყოველ შეძახილზე, ოღონდ სწრაფ ტემპში.

თქვენი მეწყვილე დაიღალა და შემოდის შემდეგი სვლით: „მონა! მონა!". გაითვალისწინეთ, რომ ამით მისი ფანტაზია ზღვარზეა, ამიტომ, ამ შემოძახილის შემდეგ, ინიციატივა თქვენს ხელში უნდა აიღოთ და ასევე სწრაფ ტემპში, „რეპის" სტილში აგრძელებთ: „მონა на მონ-е сидит и მონ-ой погоняет...მონა на მონ-е сидит и მონ-ой погоняет...მონა на მონ-е сидит и მონ-ой погоняет...".

რაც უფრო სწრაფად ჩაიკითხავთ მოყვანილ ტექსტს, მით უფრო დააბნევთ ამ „რეპით" თქვენს მეწყვილეს. მთავარია, ნაადრევად არ მიიყვანოთ გონების დაკარგვამდე. ვინაიდან წინ გაქვთ მისი უკანასკნელი, ფინალური კოზირი, შეძახილი: „რუსო! რუსო!".

ამ შემთხვევისთვის მე მაქვს ორი საყვარელი, გამორჩეული პროზაიკული ფრაზა: 1) аляповатая витиеватость твоих умозаключений чудовищно несуразна, ან 2) напрасно ты пытаешься быть иным, чем мог бы быть иначе - чем будучи иным в тех случаях, когда иначе нельзя не быть. სასურველია ეს ფრაზებიც სწრაფად წარმოთქვათ, შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე...“- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი