153
14 ივნისი 2024, 21:33
ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უნგრეთში კანოესა და კაიაკში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზაზა ნადირაძემ. ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 38.898 წამში დაფარა და ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.
ევროპის ჩემპიონი პოლონელი სპორტსმენი, ვიცე-ჩემპიონი კი ესპანელი ნიჩბოსანი გახდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |