გია აბაშიძე ირაკლი ჩიქოვანის და ლოიდ ოსტინის შეხვედრაზე: როგორ გგონიათ "პრორუსულ" ხელისუფლებას ვინმე დაუშვებდა შეხვედრაზე ან პენტაგონის შეფი ისაუბრებდა ქართველ კოლეგასთან? - სირცხვილია კოლექტიური ხაბეიშვილი-წითლიძეების მსგავსი "აზროვნება"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 14 ივნისი 2024, 17:01
როგორ გგონიათ ე.წ. პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე დაუშვებდა ამგვარ შეხვედრაზე ანდა პენტაგონის შეფი, ლოიდ ოსტინი ისაუბრებდა მის ქართველ კოლეგასთან და შემდეგ პლატფორმა Flickr-ზე გამოაქვეყნებდა სამახსოვრო ფოტოს?  -  ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის შეხვედრას.

მისი თქმით, სირცხვილია ამ კონტექსტში კოლექტიური ხაბეიშვილი-წითლიძეების მსგავსი "აზროვნება" ან ე.წ. აკადემიური ექსპერტების საუბრის გამეორება. 

"ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.
ტრადიციულად, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
როგორ გგონიათ ე.წ. პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე დაუშვებდა ამგვარ შეხვედრაზე ანდა პენტაგონის შეფი, ლოიდ ოსტინი ისაუბრებდა მის ქართველ კოლეგასთან და შემდეგ პლატფორმა Flickr-ზე გამოაქვეყნებდა სამახსოვრო ფოტოს?
სირცხვილია კოლექტიური ხაბეიშვილი-წითლიძეების მსგავსი "აზროვნება" ანდა პროტესტის ნიშნად, ცირკთან გზის ჩამკეტავი და მოქალაქეებთან დაპირისპირებული ე.წ. აკადემიური ექსპერტების ბლაბლას გამეორება!" - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი