დავით ქართველიშვილი ტრამპის გეგმებზე: აშშ-ის არსებული სამთავრობო სისტემის სრული ნგრევა უკვე ამერიკელთა 70%-ს სურს. მათ მხოლოდ გაუხარდებათ, თუკი ტრამპი ომს გამოუცხადებს ვაშინგტონის ჭაობსა და მომაკვდავ ლიბერალურ სტატუს კვოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 13 ივნისი 2024, 23:56
რა გეგმები აქვს ტრამპს და როგორ ემზადება მისი გუნდი პრეზიდენტობის  პირველი 100 დღის განმავლობაში ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის, ამ თემაზე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ იმ ცვლილებებისათვის, რომლის განხორციელებასაც პრეზიდენტობის შემთხვევაში ტრამპი აპირებს, ამერიკელების 70 % მზადაა. 
დავით ქართველიშვილი წერს, რომ ტრამპის გუნდი მზადაა ინოვაციებისთვის, ის აპირებს აშშ-ს სადაზვერვო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირებას, სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზებას, დაზვერვის სამსახურებში ფართომასშტაბიან წმენდას. ეს და სხვა ცვლილებები, ქართველიშვილის აზრით, საგონებელში აგდებს რესპუბლიკელებს. 

„ტრამპის გუნდი აქტიურად ამზადებს გეგმას პრეზიდენტობის პირველი 100 დღისთვის განკუთვნილი ძირითადი რეფორმების ჩასატარებლად. რესპუბლიკელებს სურთ სწრაფად შეარყიონ ქვეყნის deep state, შემოიტანონ რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და ისარგებლონ ლიბერალური ელიტების კლანში გარდაუვალი დაბნეულობით. ტრამპი იმედოვნებს, რომ დაუყოვნებლივ შეუმცირებს აშშ-ს სადაზვერვო ორგანიზაციების დაფინანსებას. FBI და CIA იქნებიან ამ თავდასხმის პირველი ობიექტები, რომლებზეც ტრამპი შურს იძიებს მისთვის „Russiagate“-ისა და 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ შექმნილი პრობლემების გამო. მაშინ ხალხში სწორედ ამ ფედერალური ორგანიზაციების ბევრი პროვოკატორი იყო. პრობლემებით ემუქრება ტრამპი სახელმწიფო დეპარტამენტსაც. ამ დღეებში გაირკვა, რომ მან დააფინანსა უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც ამერიკელ მემარჯვენეებს შორის "კიევის მტრების" სიებს ადგენდნენ. რესპუბლიკელები მათი დაფინანსების შეწყვეტას ითხოვენ. 

ზოგადად, მოსალოდნელია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირდება. სამომავლოდ ტრამპს სურს განახორციელოს ფართომასშტაბიანი წმენდები დაზვერვის სამსახურებში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონში, ათობით ათასობით ლიბერალური აპარატის დათხოვნის ხარჯზე, რომლებსაც ტრამპის თანამოაზრეები ჩაანაცვლებენ. ვაშინგტონში ასეთმა რყევამ შეიძლება მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს არსებულ ლიბერალურ კონფიგურაციას. 

ამასობაში კი, დემოკრატები ისტერიკაში არიან და მოსახლეობას „ამერიკული დემოკრატიის სიკვდილით“ აშინებენ იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი წარმატებას მიაღწევს. ამავდროულად, სხვადასხვა ელექტორალურ მოდელებში, სწორედ ტრამპია ამჟამად გამარჯვების რეალური ფავორიტი. უბრალოდ, აშშ-ის არსებული სამთავრობო სისტემის სრული ნგრევა ან ტოტალური რესტრუქტურიზაცია, უკვე ამერიკელთა 70%-ს სურს. მათ მხოლოდ გაუხარდებათ, თუკი ტრამპი ომს გამოუცხადებს ვაშინგტონის ჭაობსა და მომაკვდავ ლიბერალურ სტატუს-კვოს," - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: სადამკვირვებლო მისიები ხელს უშლიან საოლქო კომისიებს და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას, ნათელია, მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, არჩევნებამდეც აწარმოონ ბინძური კამპანია
დავით ქართველიშვილი: ნაცსექტის საარჩევნო პროგრამა იმდენად მაზალოა, თავად რომ შეგვახსენონ - მორცხვად უტყდებათ
თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილი ქართული ძეგლების აღდგენისთვის აჯილდოებს სხვებს, ბიძინა ივანიშვილს კი არც ახსენებს, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის
შალვა პაპუაშვილი: სტუმარი რომ სახლში შემოგივა, ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში - ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა „გადაახიო“ თავზე თაღლითებს, მათი აბსურდული ბრალდებები
არქივი