110
12 ივნისი 2024, 22:46
„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა" - უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციონერი აქტივისტის, ნიკო მანაგაძის განცხადებას, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ დედასთან არ აქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით - ბოლო თვეების განმავლობაში.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მანაგაძეს ასე შთააგონეს უსამშობლოებმა და უღმერთოებმა.
„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა" - უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი. ფაქტობრივად, იმ გენეტიკურ ჯაჭვში, წარსულიდან აქამდე რომ მოიყვანა და მისგან უნდა გაგრძელებულიყო - დამპალი რგოლის როლს ასრულებს. რატომ? ასე რომ შთააგონეს უსამშობლო/უღმერთოებმა - იმიტომ? ბევრნი ხართ ასეთები?” - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |