ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 12 ივნისი 2024, 17:34

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ინვესტორი კომპანიის FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელ დირექტორ სანტიაგო ლაფუენტეს, რეგიონულ დირექტორ ხოსე ენრიკე ბოფილს, ასევე GWP-ის გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. „ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისინი ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, შემოაქვს ახალი ტექნოლოგიები და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ესპანურ კომპანიას FCC Aqualia-ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად, რომლის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია საქართველოს დედაქალაქის, ასევე რუსთავისა და მცხეთის უწყვეტი, უსაფრთხო და უვნებელი წყალმომარაგება. იმედი გვაქვს, რომ Aqualia-ს წარმატებული მაგალითი დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ბაზარზე ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საქართველოში. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეიძინა. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ითქვა, რომ Aqualia-სთვის თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესება პრიორიტეტულია, კომპანიის აქციონერები კი მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, რადგან მათთვის GWP-ის მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ „საქართველოს კაპიტალის” თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორის მოადგილეები ავთო ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
ირაკლი კირცხალია რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი გეგმა ყოველთვის იყო და არის ერთადერთი - როგორ იპარაზიტონ, როგორ მოაწყონ დესტრუქცია
გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: უნდა დასრულდეს მოჯადოებულ წრეზე სიარული, რომელიც მოსკოვის სტრატეგიული დამარცხების სურვილს გულისხმობს - თუ ტრამპი უკრაინაში ომს შეაჩერებს, ეს კარგი დასაწყისი იქნება
იან პრაუდი: ყველა უნდა მივიღოთ, პატივი უნდა ვცეთ ყველას არჩევანს, ცხოვრების წესს. მე ამას ვემხრობი, მაგრამ ეს მოითხოვს გათვალისწინებას იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხალხია, ყველას ცხოვრების საკუთარი წესი აქვს
არქივი