გია აბაშიძე: მშვიდობიან და სტაბილურ პოლიტიკას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი - დადებითი შეფასებები ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 12 ივნისი 2024, 17:29

მშვიდობიან და სტაბილურ პოლიტიკას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი და თან ახლავს ჯეროვანი, კარგი შეფასება საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური არბიტრების მხრიდან, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი წარმოადგინა.

მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ანალოგიური ინსტიტუტების შეფასებები საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

"მშვიდობიან და სტაბილურ პოლიტიკას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი და თან ახლავს ჯეროვანი, კარგი შეფასება საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური არბიტრების მხრიდან.
რაც შეეხება ლარის დროებით გაუფასურებას - წონადი და ნეიტრალური სპეციალისტების შეფასებით, გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებით არაა გამოწვეული. არსებული მერყეობა არის სპეკულაციურ-პანიკური. ლარის კურსის დღევანდელი მაჩვენებელი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით არარეალურია და ის წონასწორულ მაჩვენებელს აუცილებლად დაუბრუნდება ამ ზაფხულს.
მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ანალოგიური გრანდების დადებითი შეფასებები საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკურ პულსაციაზე, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
მსოფლიო ბანკმა 2021-2026 წლების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა წარმოადგინა - საქართველოს ეკონომიკა ამ 6 წლიან პერიოდში ჯამში 53,1%-ით იზრდება, რითაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ლიდერობს." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი