საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში აგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 12 ივნისი 2024, 12:34

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. „ჯვაროსნებმა“ ქალაქ ფელბერტში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე პირველად ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს. გუნდის სხვა მოთამაშეებმა აღდგენით სავარჯიშო პროცესში მიიღებს მონაწილეობა.

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს. მასზე დასასწრებად გულშემატკივართა რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყო და რამდენიმე საათში ყველა ადგილი შეივსო. ქართველი ფეხბურთელები სადებიუტო შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი