დილიდან, როცა „კრისტის“ აუქციონმა ეს ინფორმაცია გაავრცელა, გული მიგრძნობდა, რომ ამ ისტორიულ სიწმინდეს ჩვენი მამულიშვილი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაუბრუნებდა, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მორიგ ქველმოქმედებას.
„დილიდან, როცა „კრისტის“ აუქციონმა ეს ინფორმაცია გაავრცელა, გული მიგრძნობდა, რომ ამ ისტორიულ სიწმინდეს ჩვენი მამულიშვილი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაუბრუნებდა.
ასეც მოხდა, ბიძინა ივანიშვილმა მილიონ გირვანქა სტერლინგად ლონდონის აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე.
უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
ღმერთმა შეუწიროს ეს მორიგი ისტორიული ქველმოქმედება ივანიშვილების ოჯახს!“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |